კვირა 19, ნოემბერი 2017

პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევა

14, სექტემბერი 2017 15:25:00

საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა დავით ოქიტაშვილმა.  იგი კულტურის პალატის პრეზიდენტია.

ამ დროისთვის პროფკავშირების თავმჯდომარის პოზიციის  დასაკავებლად ორი კანდიდატი იბრძვის. ესენია მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი. ფარული კენჭისყრა 4 საათზეა ჩანიშნული.