კვირა 19, ნოემბერი 2017

პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევა

14, სექტემბერი 2017 12:10:00

დღეს  საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ამ დროისთვის სამი კანდიდატია წარმოდგენილი. ესენია გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი.

გამარჯვებული ფარული კენჭისყრით გამოვლინდება. დღესვე მე-8 საანგარიშო - საარჩევნო ყრილობაზე  პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარადგენს, შემდეგ კი პროფკავშირული აქტივის მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. 

392