შაბათი 19, აგვისტო 2017

კონკურსი თვითმართველობაში

13, აგვისტო 2017 12:27:00

ქობულეთის გამგეობას გამარტივებული კონკურსის წესით შერჩეული  ცხრა ახალი თანამშრომელი ჰყავს.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებების გამო დეფინიცია დროებით მოვალეობის შემსრულებელი აღარ არსებობს, ამიტომ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწეების ხელშეკრულებით აყვანა გახდა საჭირო, აპლიკანტებს  საშუალო განათლება, საჯარო სამართლის შესახებ  კანონისა და გამგეობის დებულების ცოდნა მოეთხოვებოდათ. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა, შემოსული 25 განაცხადიდან გასაუბრებაზე 12 კონკურსანტი გამოცხადდა.