ხუთშაბათი 14, დეკემბერი 2017

შსს პრანკერებთან მღებრიშვილის საუბარს არ ადასტურებს

13, აგვისტო 2017 12:45:00

ბლოგი Страна.უა-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერების“ მტკიცებით, საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. შსს-ში ამბობენ,რომ იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია.

აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. აუდიოჩანაწერის თანახმად, "პრანკერი" საქართველოს შს მინისტრს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს უკრაინაში ჩასვლას, თუმცა ის იქ არ სჭირდებათ და საქართველოს უნდა გადასცენ.

654

დღის ამბები