შაბათი 16, დეკემბერი 2017

4 ახალგაზრდის სასამართლო პროცესი

13, აგვისტო 2017 11:41:00

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით,  ქობულეთში    დაკავებული ახალგაზრდების  სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებული   4 პირის საქმეზე  ახლა  პოლიციელები  იკითხებიან.  

გამოძიების ინფორმაციით ახალგაზრდები  ორი დღის წინ თამარ მეფის სანაპიროზე დააკავეს სამართალდამცავების ინფორმაციით ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, როგორც დაკავების ოქმშია  მითითებული, ახალგაზრდებმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხმყოფა მიაყენეს. ერთ-ერთი დაკავებული ამბობს , რომ დაკავებისას პოლიციელი სიტყვიერ  და ფიზიკურ შეურაცხმყოფას აყენებდა. ისინი  ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ,  თუმცა პოლიციელის  შეურაცხყოფას უარყოფენ. 


დღის ამბები