შაბათი 19, აგვისტო 2017

თაფლის ფესტივალი ბათუმში

12, აგვისტო 2017 15:25:00

ბათუმი თაფლის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ბულვარის კოლონადასთან დაახლოებით 1 საათში დაიწყება სადაც, ორმოცამდე მეფუტკრე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან რამდენიმე სახეობის თაფლს ცოცხალი მუსიკის ფონზე წარმოადგენს.

დამთვალიერებელს პროდუქციის დაგემოვნება და შეძენა შეეძლება დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებები. მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. თაფლის ფესტივალი პირველად ბათუმში 2015 წელს ჩატარდა.