ორშაბათი 24, ივლისი 2017

თურქეთის კლინიკებში 5 დაშავებული რჩება

17, ივლისი 2017 21:50:00

თურქეთში რჩება, გუშინ ავარიისას დაშავებული 5 პირი, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დღის მეორე ნახევარში სამშობლოში დაბრუნდა 2 დაშავებული, რომლებსაც დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდათ ბათუმში.

მოცეკვავეთა ანსამბლის ავტობუსი ავარიაში, ტრაპიზონთან ახლოს გუშინ გამთენიისას მოჰყვა. როგორია თურქეთში დარჩენილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ირინე წუწუნავა მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას, ირინე გისმენთ.