ოთხშაბათი 22, ნოემბერი 2017

ქართველი მკლავჭიდელები მკლავჭიდის ფედერაციის წინააღმდეგ

17, ივლისი 2017 21:16:00

ქართველი მკლავჭიდელები მკლავჭიდის ფედერაციის წინააღმდეგ, დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე  მკლავჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა - ვახტანგ მუსელიანმა ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონებთან: გენადი კვიკვინიასთან, ვასილ დაუთაშვილთან და ლევან საგინაშვილთან ერთად ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი  ახალი ფედერაციის შექმნაში და კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა“.

პრესკონფერენციაზე ასევე აღინიშნა რომ სოსო ჯაჭვლიანს ხელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროშიც უწყობდნენ. სპორტსმენები 24 ივლისს სპორტის სამინისტროსთან ძველი ფედერაციის აღდგენის მოთხოვნით აქციას გამართავენ და მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სექტემბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებენ.

601

დღის ამბები