სამშაბათი 19, სექტემბერი 2017

რატომ იღუპებიან დელფინები?

17, ივლისი 2017 21:25:00

ახლა კი მოგიყვებით იმ მიზეზების შესახებ, რაც შესაძლოა შავ ზღვაში დელფინების დაღუპვას იწვევდეს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ზღვის ძუძუმწოვრებს ინფექცია აღენიშნებათ, თუმცა კონკრეტულად რა დაავადება - ეს დაზუსტებით არ იციან.

სპეციალისტების თქმით, გარდა დანაგვიანებული წყლისა, დელფინების დაღუპვის მიზეზი არასწორი თევზაობა, სანაპირო ზოლში ხმაური და მშენებლობებიც კი შეიძლება გახდეს. ბოლო 7 თვეში განმუხური - სარფის მონაკვეთზე ზღვამ 57 დელფინი გამორიყა. გარემოს ეროვნული სააგენტო  მოსახლეობას აფრთხილებს, არ შეეხონ გამორიყულ დელფინს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ვირუსი და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დაუკავშირდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს.