ოთხშაბათი 22, ნოემბერი 2017

უსინათლოთა კავშირის საპროტესტო აქცია

17, ივლისი 2017 21:35:00

აჭარაში მცხოვრები უსინათლოების მორიგი საპროტესტო აქცია უსინათლოთა კავშირის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ ქონებიდან, რომელიც კავშირის ბალანსზეა, შემოსავალი მათ არ ხმარდება. კავშირმა შპს “სინათლე” შექმნა, რომელიც ციხისძირში სასტუმროს აშენებს.

აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უსინათლოები აქ შეღავათებით ისარგებლებენ, რეგიონში მცხოვრები უსინათლოები კი ამბობენ, რომ ეს მათთვის არაფერს ცვლის. ისინი ქონების გადაცემას და შემოსავლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ, ასევე ფიქრობენ, რომ ფინანსები აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს. 


დღის ამბები