კვირა 24, სექტემბერი 2017

59 ეკომიგრანტს ბინა გადაეცა

17, ივლისი 2017 18:05:00

ხულოში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა. განაცხადი 89 ეკომიგრანტმა შეიტანა, მაგრამ გამგებლის ინფორმაციით, მათგან მხოლოდ პირველი და მეორე კატეგორიის მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახები დაკმაყოფილდა.

ფართები მათზე ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. ვაშლოვანის სოციალურ სახლში კიდევ 13 ბინაა თავისუფალი.