კვირა 24, სექტემბერი 2017

უსინათლოთა კავშირის საპროტესტო აქცია

17, ივლისი 2017 15:05:00

ბათუმში „უსინათლოთა კავშირის“ წევრთა ერთმა ნაწილმა ორგანიზაციის კუთვნილი შენობების წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ წევრებიც არიან და „უსინათლოთა კავშირს “ საერთო ქონების კერძო ინტერესებით განკარგვასა და საჯარო ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებენ. 

ბათუმში, გრიბოედოვის  ქუჩაზე უსინათლოთა კავშირი 8 000  კვადრატულ მეტრ  ფართობს ფლობს. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა - ნაგებობები  კი სამართავად გადაცემული აქვს შპს „სინათლისთვის“.  აქციის წევრების თქმით, მიღებულ შემოსავალს  „უსინათლოთა კავშირი“ ცენტრალიზებული წესით განკარგავს. საპროტესტო აქციის მონაწილეები   ქონებისა და სახსრების სამართავად გადაცემას აჭარის ორგანიზაციისთვის მოითხოვენ. „უსინათლოთა კავშირის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ინფორმაცია ორგანიზაციაში საჯაროა. რაც შეეხება შემოსავლების განაწილებას, თანხით ციხისძირში დასასვენებელი ობიექტი შენდება, სადაც კავშირის წევრები შეღავათიან ფასებში დაისვენებენ.