ოთხშაბათი 23, აგვისტო 2017

ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი

17, ივლისი 2017 15:20:00

შავი ზღვის აჭარის აკვატორიაში წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია-აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში.

გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის თქმით, ყველაზე კარგი ხარისხობრივი   მაჩვენებელი გონიო, კვარიათი, სარფისა და მწვანე კონცხის  აკვატორიაში დაფიქსირდა, შედარებით დაბალი კი ბათუმისა და ქობულეთის პლაჟებზე. ლაბორატორიულ სინჯები დღეს  8  სხვადასხვა ადგილას, სარფიდან ჩოლოქამდე პერიმეტრზე სპეციალისტებმა ისევ აიღეს. ზღვის წყლის მონიტორინგი აპრილიდან დაიწყო და  ოქტომბერში დასრულდება.