შაბათი 21, ოქტომბერი 2017

მაჭახლის ხეობის სოფლებს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

19, ივნისი 2017 16:35:00

მაჭახლის ხეობის სოფლებს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება. გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნულ საბჭოზე მიიღეს რომელიც თბილისში გაიმართა. 

კომისიის სხდომა მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობდა და მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და პარლამენტში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდნენ.

​მაჭახლის ხეობის 9  სოფლების მოსახლეობა მთის სტატუსის შეღავათებით სარგებლობას 2018 წლის   1 იანვრიდნ შეძლებენ. ანზორ ბოლქვაძის ინფორმაციით  უახლოეს პერიოდში დაგეგმილია კირნათისა და მარადიდის თემის შესწავლაც. 


დღის ამბები