შაბათი 21, ოქტომბერი 2017

''ვგმობთ შერჩევით სამართალს''- მარტის მოვლენების დროს დაკავებულთა მხარდასაჭერი აქცია

19, ივნისი 2017 15:44:00

საქალაქო სასამართლოსთან 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულების ახლობლებიმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათთვის მიუღებელია პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო გარიგება. მათი განცხადებით ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია , რომელიც დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებს.  

დაკავებულების ახლობლები ბრალდებულების პატიმრობაში დარჩენის შემთხვევაში მასშტაბური აქციების მოწყობით იმუქრებიან.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მათი გათავისუფლება და საქმის გაგრძელება პატიმრობის გარეშეა შესაძლებელი.

11-12 მარტის მოვლებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს 15 საათზე დაიწყება.


დღის ამბები