შაბათი 19, აგვისტო 2017

შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილში მცურავი მყარი ნარჩენების დიდი გროვები დაფიქსირდა

23, მაისი 2017 15:43:00

"შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილში მცურავი მყარი ნარჩენების დიდი გროვები დაფიქსირდა" -  დღეს გარემოს დაცვის სამინისტრომ შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის ბიოლოგიური ფიზიკურ-ქიმიური კვლევები შედეგები წარადგინა. უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევებით გაირკვა, რომ შავი ზღვის აბსოლუტურად ყველა მონაკვეთში ​ადამიანის საყოფაცხოვრებო ნარჩენების კვალი ფიქსირდება. 

პროექტის ერთ-ერთი მკვლევარი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ დაბინძურებული წყლის შედეგია ჩვენს ზღვაში ძუძუმწოვრების დელფინის, აფალინისა და ზღვის ღორების რაოდენობის საგრძნობლად შემცირება. "პრობლემური საკითხები, რაც ჩვენ დავინახეთ, ეს არის ძუძუმწოვრების მდგომარეობა. ისინი შავ ზღვაში აღარ გვხდება დიდი ჯოგების სახით, როგორც ეს იყო საუკუნის დასაწყისში და მის მეორე ნახევარში. დელფინები, აფალინები და ზღვის ღორები მცირე რიცხოვანი ჯოგების სახით არიან წარმოდგენილები" - განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.  

შეხვედრაზე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შავ ზღვაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები განიხილა.

პროექტი შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება- II ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება,რომლის ფარგლებში სამეცნიერო გემი ერთობლივ კვლევებს 2017 წელსაც განახორციელებს