შაბათი 21, ოქტომბერი 2017

ანაზღაურების გარეშე

21, აპრილი 2017 21:00:00

წყლის და კანალიზაციის სისტემის მშენებლობაზე დასაქმებული 25 მოქალაქე კუთვნილ ხელფასს ითხოვს. ეს აჭარაში პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია დასაქმებულებს ხელფასს არ უხდის.

შპს “ჯორჯიან ბილდინგში” ამბობენ, რომ ამ პირებთან კომპანიას ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონდა და მათ ხელფასებს ვერ გადაუხდის. ტენდერი ბათუმის მერიას ეკუთვნის. აქ ამბობენ, რომ ისინი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ქვეკონტრაქტორებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, რადგან მათ ამის კონტროლის მექანიზმი არ აქვთ. 


დღის ამბები