ორშაბათი 21, აგვისტო 2017

კვლავ დახმარების მოლოდინში 

21, აპრილი 2017 21:00:00

ორი თვის წინ თამარის დასახლებაში, ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლების დაწვის შედეგად, უსახლკაროდ დარჩენილი 12 ოჯახი კომპენსაციის მიღებას ელოდება. ამ ეტაპზე ოჯახებს მერია ქირის ფულს უხდის. როგორც მთავრობაში გვეუბნებიან, ხარჯთაღრიცხვის  მიღების შემდეგ, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გადაწყდება მიიღებენ თუ არა ოჯახები ფულად დახმარებას.

მანამდე კი “ბათუმის კორპუსმა” ტენდერში გამარჯვებული უნდა გამოავლინოს, რომელიც დამწვარი საცხოვრებლების გადახურვაზე იზრუნებს. ამისთვის ბიუჯეტიდან 200 ათასამდე ლარია გამოყოფილი.