კვირა 30, აპრილი 2017

გაზრდილი  თუ  შეზღუდული  უფლებები

21, აპრილი 2017 21:00:00

კონსტიტუციის ახალი ვერსიაა კვლავ დღის თემა. საკონსტიტუციო ცვლილებები იგეგმება აჭარასთან მიმართებაშიც. ვინ წარუდგენს უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს? საკითხი განხილვის საგანი პრეზიდენტის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების შემდეგ გახდა.

გიორგი მარგველაშვილი ამბობდა, რომ ექსკლუზიური უფლება მხოლოდ მას აღარ ექნებოდა და საქართველოს პრემიერსაც მიენიჭებოდა, რასაც საკონსტიტუციო კომისიის წევრები უარყოფენ.

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციურ კანონში აღარ იქნება ჩანაწერი იმ სფეროების შესახებ, რომელთა მიხედვითაც სამინისტროები იქმნება.

162