კვირა 24, სექტემბერი 2017

11-12 მარტის საქმე - დაკავებული ორი არასრულწლოვანის სასამართლო

21, აპრილი 2017 15:55:00

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს 11-12 მარტის აქციის დროს სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ორი არასრულწლოვანის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ერთ-ერთი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

მეორე ბრალდებულზე ადვოკატი დღეს აღკვეთის შეცვლას და დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატის, მამუკა ზოიძის ინფორმაციით, დღესვე დახურულ სხდომაზე დაცვის და ბრალდების მხარის მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი, საუბარია მოწმეების ჩვენებებზე და ვიდეო-მტკიცებულებებზე.

საქმის არსებითი განხილვა 1 მაისს დაიწყება. მარტის აქციის საქმეზე, მასობრივი არეულობისა და პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით სულ 19 პირია ბრალდებული, აქედან 18 პატიმრობაშია. არსებითი განხილვა მაისში დაიწყება. 

1019