კვირა 23, ივლისი 2017

ტურიზმის დეპარტამენტის ანგარიში

21, აპრილი 2017 15:20:00

აჭარას, გასული წლის განმავლობაში, 871 ათას 455 ტურისტი ეწვია. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ასაჯაროვებს. უწყებამ დღეს საზოგადოებას პირველი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. ისაუბრეს განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურის უფროსებმა ტურისტული სეზონისთვის მზადების პროცესზეც ისაუბრეს. იმსჯელეს იმ პროექტებზეც, რომლებიც რეგიონის რეკლამირების, სერვისების გაუმჯობესების, ასევე - მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების დახვეწის მიმართულებით ხორციელდება.