კვირა 23, ივლისი 2017

მსჯელობა გენდერულ პოლიტიკაზე

21, აპრილი 2017 15:21:00

ამ წუთებში გენდერული თანასწორობის  პოლიტიკის   2016-2018 წლების სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ  აჭარის უმაღლეს საბჭოში. გენდერულ საკითხებში, პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ, საქართველოს მთავრობის მიერ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია გამართა.  შეხვედრას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და  გენდერის საკითხებში  ექსპერტები ესწრებიან. ღონისძიება  საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ტარდება. 

492