კვირა 23, ივლისი 2017

რატომ გადადგა შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი

21, აპრილი 2017 15:22:00

შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. ვახტანგ ბერიძე მიზეზად მუნიციპალიტეტის გამგეობასთან უთანხმოებას ასახელებს. მისი ინფორმაციით, 27-28 აპრილს მილანში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა უნდა მიეღო, რაზეც გამგეობისგან უარი მიიღო.

შუახევის გამგებლის მოადგილის რუსუდან შავაძის განცხადებით, ბიუჯეტს მივლინებისთვის საჭირო თანხა არ გააჩნია. შავაძის მტკიცებით, ვახტან ბერიძეს  სამსახურიდან წასვლის შესახებ გამგეობისთვის არ უცნობებია.  ბერიძე შუახევის კულტურის ცენტრს სამი წელია ხელმძღვანელობს.