კვირა 25, ივნისი 2017

ამბულატორიები ინფრასტრუქტურული პრობლემებით

20, მარტი 2017 21:19:00

ხულოს რამდენიმე სოფელში არსებული თემის სამედიცინო პუნქტები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. დაწესებულებებში, რომლებიც ათამდე სოფლის 100-ობით პაციენტს ემსახურება ინფრასტრუქტურული პრობლემებია, მაგალითად, მედიკოსები წყალს ხელით ეზიდებიან. ხულოს 11 ამბულატორია მუნიციპალიტეტის ბალანსზე  მიმდინარე წელს გადავიდა. ამ დრომდე მედიკოსების ხელფასებს აჭარისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იხდიდა, თუმცა შენობების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი გამგეობა იყო.