ხუთშაბათი 27, აპრილი 2017

11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებულები

20, მარტი 2017 21:29:00

“11 მარტის აქციის საქმის” წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 8 მაისსაა ჩანიშნული. ანუ, დაახლოებით თვენახევარში გადაწყდება რა მტკიცებულებებს დაუშვებს მოსამართლე და ვისი საქმეები გადავა არსებითად განხილვაში.  მანამდე გამოძიება აქციის სავარაუდო მონაწილეების დაკავებითაა დაკავებული. ერთი და იგივე ბრალდებით სამართალდამცველებმა ათობით სამართალდამრღვევი დააჯარიმეს,  15 სისხლის სამართლის ბრალდებული დააკავეს, ერთი კი გირაოთი გაანთავისუფლეს. მიმდინარეობს ვიდეო-მასალების შესწავლა.