სამშაბათი 28, თებერვალი 2017

მაუწყებლის განვითარების სტრატეგია

17, თებერვალი 2017 21:20:00

საზოგადოებრივი მაუწყებელის მენეჯმენტმა ბორდის სხდომაზე საკუთარი ხედვა წარადგინა, რომელიც იმ გადაცემების გაფილტვრას ითვალისწინებს, რომელიც ე.წ. მესამე კატეგორიაში მოხვდა. ამავე გეგმის მიხედვით, ეთერში დარჩება გადაცემების ის ნაწილი, რომელიც  პირველ და მეორე კატეგორიაში გავიდა. გადაცემები, აღმასრულებელმა საბჭომ სამ ჯგუფად დაყო. ეს საბოლოო  გადაწყვეტილება არ არის, ხედვის გაცნობის შემდეგ, გეგმა სამეურვეო საბჭომ  უნდა განიხილოს.