ორშაბათი 11, დეკემბერი 2017

ნანგრევებად ქცეული ისტორიული შენობა

17, თებერვალი 2017 21:21:30

ბარათაშვილის 24-ში მდებარე შენობა სრულადაა დანგრეული. მძიმე ტექნიკა ადგილზე დღეს დილითაც მუშაობდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაოები ჩვენი გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე შეწყვიტეს. კომპანია ,,დარ ბილდინგი” მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკვე დააჯარიმა 7 ათას 500 ლარით, თუმცა როგორც სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აცხადებს, ,,დარ ბილდინგი” დღეს კიდევ დაჯარიმდება 1000 ლარით. ამ დროისთვის კომპანია დანგრეული შენობის ადგილას ნანგრევების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. თუ რატომ გრძელდებოდა აკრძალვის მიუხედავად სადემონტაჟო სამუშაოები ბარათაშვილის 24-ში, ამის გასარკვევად ჩვენ კომპანიას დავუკავშირდით, თუმცა  გაყიდვების მენეჯერის თქმით, ისინი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. 

879

დღის ამბები