ოთხშაბათი 22, ნოემბერი 2017

ტენდერი ავტომობილების შესაძენად

17, თებერვალი 2017 18:20:00

მთვარობის აპარატის  ამ განცხადების მიუხედავად, ,,ერთიანი  ნაციონალური მოძრაობა” კი აჭარის საგზაო დეპარტმენტს აკრიტიკებს. საკრებულოს დეპუტატი ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ უწყება  14 თებერვალს გამოცხადებული ტენდერით,  მაღალი გამავლობის 5 ერთეული ავტომობილის შეძენას აპირებს. საერთო ჯამში  კი ავტომობილების ღირებულება დუმბაძის ინფორმაციით,  320 ათას ლარია. ოპოზიცია  საგზაო დეპარტამენტს მოუწოდებს, რომ  ტენდერი გააუქმონ, აღნიშნული თანხით კი  მძიმე ტექნიკა შეიძინონ. საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მომავალ ეტაპზე ტენდერი 9 ერთეული მძიმე ტექნიკის შესაძენად გამოცხადდება. ამ ეტაპზე კი არჩილ ჩიქოვანის თქმით, უწყების ბალანსზე არსებული ტექნიკა გზების გასაწმენდად საკმარისია.

524

დღის ამბები