პარასკევი 26, მაისი 2017

დიდთოვლობა მაღალმთიანეთში

17, თებერვალი 2017 18:25:00

სანაპირო მუნიციპალიტეტების გარდა, თოვლმა პრობლემები შექმნა მაღალმთიან აჭარაშიც. სამივე მუნიციპალიტეტის სკოლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი დიდთოვლობის გამო შეწყვეტილია. ამავე მიზეზით ბავშვები დღეს არც საბავშვო ბაღებში მივიდნენ. შეზღუდულია გადაადგილება, რის გამოც დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.