ოთხშაბათი 23, აგვისტო 2017

დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმე

17, თებერვალი 2017 18:30:00

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატი შეხვდა. გიორგი ფანცულაია საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისევ ვერ საუბრობს და ელოდება როდის გაუუქმებს დაცვის მხარეს პროკურატურა გაუთქმელობის ვალდებულებას. დაწესებული შეზღუდვების მოხსნას სთხოვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურას. ამასთან მესამე სექტორი დეკანოზის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვაზეც საუბრობს. სასულიერო პირი დღეს  მოინახულა ჭყონდიდის მიტროპოლიტმაც. მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ დაკავებული დეკანოზი  ძალიან მალე, პატრიარქის საქართველოში დაბრუნებისთანავე უნდა გათავისუფლდეს.

530