კვირა 25, ივნისი 2017

ფსიქიატრიული საავადმყოფო

12, იანვარი 2017 12:30:00

შპს ''health care group'' -ეს ის კომპანია, რომელმაც ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფო შეისყიდა. სამედიცინო დაწესებულება გუშინ,   აუქციონის წესით, 2 მლნ 5 ათას ლარად გაიყიდა.  თანხა აუქციონში გამარჯვებულმა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. შენობის რეაბილიტაცია კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა დაიწყოს. აუქციონის პირობების თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია საავადმყოფოს პროფილი 50 წლის ვადით შეუნარჩუნოს. თავდაპირველად ვადა ათი წლით იყო განსაზღვრული, თუმცა მოგვიანებით პირობა შეიცვალა. მყიდველი ასევე ვალდებულია 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

640