სამშაბათი 24, იანვარი 2017

ფსიქიატრიული საავადმყოფო გაიყიდა

11, იანვარი 2017 21:12:00

ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფო გასხვისებულია.  აუქციონზე, რომელიც ცოტა დღეს დასრულდა, ობიექტი 2 მილიონ 5 ათას ლარად გაიყიდა, თანხა აუქციონში გამარჯვებულმა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. შენობის რეაბილიტაცია კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში დაიწყოს. აუქციონის პირობების თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია საავადმყოფოს პროფილი 50 წლის ვადით შეუნარჩუნოს. მყიდველი ასევე ვალდებულია 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. აუქციონში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა, ცნობილი ხვალ გახდება.

320