პარასკევი 24, მარტი 2017

დისკუსია

11, იანვარი 2017 21:16:00

უმაღლესი საბჭოს შენობის ადგილმონაცვლეობა, ერთ-ერთი იყო იმ საკითხებს შორის, რომელზეც ბათუმში დღეს გამართულ დისკუსიაზე მსჯელობდნენ. შეხვედრაზე, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, წევრები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბარი ასევე შეეხო, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივებზე მომუშავე ჯგუფის შექმნას, რეგიონის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასა და უფლებამოსილების დელეგირებას.