შაბათი 21, ოქტომბერი 2017

დებულება


საჯარო სამართლის იურიდიული პირი

საზოგადოებრივი მაუწყებლის
აჭარის ტელევიზია და რადიო

ბათუმი
2014

1. ზოგადი დებულება

1.1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ''საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო'' (შემდგომში _ ''აჭარის ტელევიზია და რადიო'') დაფუძნებულია და თავის საქმიანობას ახორციელებს `მაუწყებლობის შესახებ'' საქართველოს კანონის საფუძველზე.
1.2. აჭარის ტელევიზია და რადიო არის საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 
1.3. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ `საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო~.
1.4. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შემოკლებული სახელწოდებაა: სსიპ ''საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო''.
1.5. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადგილსამყოფელია: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი #41.

2. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს უფლებაუნარიანობა, მიზნები და საქმიანობის საგანი

2.1. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლები დადგენილია ''მაუწყებლობის შესახებ'' საქართველოს კანონით, წინამდებარე დებულებით განსაზღვრული მიზნებითა და საქმიანობის საგნით.
2.2. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიზანს წარმოადგენს:
ა) საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაარსობრივი ვალდებულებების განხორციელება;
ბ) საზოგადოებისათვის პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება;
გ) შექმნილი ტელე-რადიო პროდუქციით, გაწეული მომსახურებითა და შესრულებული სამუშაოებით ტელერადიომაუწყებლობის დარგში საზოგადოების მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
2.3. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის საგანს განეკუთვნება:
2.3.1. სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის ორგანიზება საქართველოსა (ძირითადად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში) და მის ფარგლებს გარეთ;
2.3.2. სატელევიზიო და რადიო პროგრამების წარმოება, გახმოვანება, ტირაჟირება და საზოგადოებისათვის მიწოდება;
2.3.3. ტელერადიომაუწყებლობის ქსელის შექმნა;
2.3.4. ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და საზოგადოებისათვის მიწოდება;
2.3.5. ტელერადიო პროდუქციის საკონკურსო საწყისებზე გამოვლენა და მისი საზოგადოებისათვის მიწოდება;
2.3.6. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა მის მიერ გავრცელებული ტელერადიო პროდუქციის შესახებ;
2.3.7. მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევების ჩატარება;
2.3.8. კანონმდებლობით დადგენილი წესით აუდიო-ვიდეო, აუდიოვიზუალური და კინო პროდუქციის შეძენა, ამ პროდუქციაზე საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებების მოპოვება;
2.3.9. ტელერადიოპროდუქციის შექმნისათვის საჭირო პირობების შექმნა;
2.3.10. სარეკლამო პროდუქციის დამზადება;
2.3.11. სარეკლამო მომსახურების განხორციელება ''მაუწყებლობის შესახებ'' საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
2.4. აჭარის ტელევიზია და რადიო ახორციელებს ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელიც ემსახურება და მიზნად ისახავს ''მაუწყებლობის შესახებ'' საქართველოს კანონით გათვალისწინებული შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულებას.

3. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტრუქტურა

3.1. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტრუქტურაა:
3.1.1. მრჩეველთა საბჭო და მისი აპარატი;
3.1.2. დირექტორი;
3.1.3. დირექტორის მოადგილე მაუწყებლობის განვითარების დარგში;
3.1.4. დირექტორის მოადგილე ტექნიკური განვითარების დარგში;
3.1.5. სატელევიზიო მაუწყებლობის განვითარების სამსახური;
3.1.6. რადიო და ინტერნეტ მაუწყებლობის განვითარების სამსახური;
3.1.7. ახალი ამბების სამსახური;
3.1.8. საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახური;
3.1.9. მიმდინარე მაუწყებლობის სამსახური;
3.1.10. მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური;
3.1.11. ფინანსური ეფექტიანობის სამსახური;
3.1.12. იურიდიული მხარდაჭერის სამსახური;
3.1.13. საკადრო ბაზის განვითარების სამსახური;
3.1.14. საარქივო სამსახური;
3.1.15. მონიტორინგის/ხარისხის კონტროლის სამსახური; 
3.1.16. შიდა აუდიტის სამსახური.
3.2. შეუთავსებელია ამ მუხლი 3.1.5. ან/და 3.1.6. პუნქტებით გათვალისწინებულ სამსახურებში დასაქმებულ სუბიექტების პარალელური საქმიანობა ამავე მუხლის 3.1.8. ან/და 3.1.9. პუნქტებით გათვალისწინებულ სამსახურებში. 
3.3. აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ასევე მოქმედებს კოლეგიური ორგანოები, რომელთა გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა. ეს ორგანოებია: 
- მმართველი საბჭო;
- სარედაქციო საბჭო;
- ტექნიკური განვითარების საბჭო;
- აუდიტორიის განვითარების საბჭო;
- ხარისხის განვითარების საბჭო.
3.4. დირექტორის მოადგილე მაუწყებლობის განვითარების დარგში არის მისი პირველი მოადგილე, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის უწყვეტ განვითარებას დასახული პრიორიტეტებისა და აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად; ის ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე და დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორცილებს დირექტორის უფლებამოსილებებს;
3.5. დირექტორის მოადგილე ტექნიკური განვითარების დარგში უზრუნველყოფს მაუწყებლობის მუდმივ გახორციელებას მაღალი ხარისხის, ტექნიკურად გამართული, საჭიროების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საფუძველზე; ის ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე და დირექტორისა და მაუწყებლობის განვითარების დარგში დირექტორის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ახორცილებს დირექტორის უფლებამოსილებებს.
3.6. კოლეგიური ორგანოების შემადგენლობაში შედიან:
ა) მმართველი საბჭო - დირექტორი და მისი მოადგილეები, სატელევიზიო მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი, რადიო და ინტერნეტ მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი, ახალი ამბების სამსახურის უფროსი, საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსი, მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსი;
ბ) სარედაქციო საბჭო - ახალი ამბების სამსახურის უფროსი, რედაქტორები ახალი ამბებისა და შემოქმედებითი მიმართულებებით;
გ) ტექნიკური განვითარების საბჭო - დირექტორი და მისი მოადგილე ტექნიკური განვითარების დარგში, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის უფროსი (მთავარი ინჟინერი), მატერიალურ-ტექნიკური განვითარების სპეციალისტი, სატელევიზიო მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი, რადიო და ინტერნეტ მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი, ახალი ამბების სამსახურის უფროსი, საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსი, მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსი, ფინანსური ეფექტიანობის სამსახურის უფროსი;
დ) აუდიტორიის განვითარების საბჭო - დირექტორის მოადგილე მაუწყებლობის განვითარების დარგში:
დ.ა) სატელევიზიო მაუწყებლის აუდიტორიის განვითარების საბჭო - სატელევიზიო მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი, ახალი ამბების სამსახურის უფროსი; საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსი, სატელევიზიო გადაცემების განვითარების სპეციალისტი, აუდიტორიის და პრაქტიკების კვლევის სპეციალისტი, სატელევიზიო საეთერო ბადის მართვის სპეციალისტი, სატელევიზიო მექანიკის შერჩევის სპეციალისტი, სატელევიზიო ბრენდის განვითარებისა და პრომოუშენის სპეციალისტი;
დ.ბ) რადიოსა და ინტერნეტ მაუწყებლის აუდიტორიის განვითარების საბჭო - რადიო და ინტერნეტ მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი, ახალი ამბების სამსახურის უფროსი, საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსი, აუდიტორიის და პრაქტიკების კვლევის სპეციალისტი, რადიოს ბადის განვითარების სპეციალისტი, რადიოს გადაცემების განვითარების სპეციალისტი, ვებ-გვერდის კონტენტის განვითარების სპეციალისტი, ვებ-გვერდის ფუნქციონალის განვითარების სპეციალისტი, რადიოს და ვების ბრენდის განვითარებისა და პრომოუშენის სპეციალისტი; 
ე) ხარისხის განვითარების საბჭო - დირექტორი და მისი მოადგილეები, მონიტორინგის/ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი, სატელევიზიო მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი, რადიო და ინტერნეტ მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი, ახალი ამბების სამსახურის უფროსი, საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსი, მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსი.
3.17 სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ანგარიშვალდებულნი არიან დირექტორის წინაშე სრულად, ხოლო დირექტორის მოადგილეების წინაშე - საკურატორო სფეროების მიხედვით.
3.18 სტრუქტურული ერთეულებისა და კოლეგიური ორგანოების მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და განსახილველი საკითხები განისაზღვრება მათი დებულებების შესაბამისად, რომლებსაც ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი''.

4. მრჩეველთა საბჭო

4.1 აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრთა რაოდენობა, ფორმირების წესი, გადაწყვეტილებების მიღების წესი განსაზღვრულია `მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონით.
4.2 მრჩეველთა საბჭო:
ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებს და მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უთანხმებს;
ბ) დირექტორის წარდგინებით იღებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებას (რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას) და დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს დებულებაში და ის დასამტკიცებლად წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს;
გ) დირექტორის წარდგინებით მსჯელობს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტზე და ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს;
დ) ისმენს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინადადებით, შეიმუშაოს პროექტი ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ და ის დასამტკიცებლად წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს;
ე) ისმენს დირექტორის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის ფინანსურ ანგარიშს, კვარტლის დასრულებიდან 15 დღის ვადაში;
ვ) თანხმობას აძლევს დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულებაც აღემატება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 1%-ს;
ზ) განსაზღვრავს დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;
თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს;
ი)ადგენს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს, იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, გარდა საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისა, რომელთა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს (გამონაკლისია ისეთი პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 1 წელზე ნაკლებია).
4.3 მრჩეველი:
ა)ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მრჩევლის მოვალეობა;
ბ)უფლებამოსილია მოითხოვოს მრჩეველთა საბჭოს დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის შეტანა;
გ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას. 
4.4 მრჩეველთა საბჭოს მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება საბჭოს გადაწყვეტილებით.
4.5 მრჩეველთა საბჭოსათვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა შეადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 3%-ს. აქედან მრჩევლების ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 2%-ს.

5. დირექტორი

5.1 აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობას ახორციელებს დირექტორი.
5.2 აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი, პირობები და პროცედურები განსაზღვრულია `მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონით. 
5.3 აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი:
5.3.1 წარმოადგენს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ინტერესებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ;
5.3.2 გამოსცემს ბრძანებებს და იძლევა განკარგულებებს, რაც სავალდებულო შესასრულებელია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებისათვის;
5.3.3 აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სახელით გასცემს მინდობილობებს (რწმუნებულებებს);
5.3.4 ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის დებულებას;
5.3.5 მრჩეველთა საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს; 
5.3.6 თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს. მონიტორინგის/ხარისხის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურების უფროსებს დირექტორი ნიშნავს მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით. 
5.3.7 ამტკიცებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შიდა დოკუმენტაციას, რომელიც განსაზღვრავს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმდინარე საქმიანობას;
5.3.8 კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ქონებასა და ფინანსებს;
5.3.9 კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სახელით დებს გარიგებებს;
5.3.10 ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რაც აუცილებელია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიზნების მიღწევისა და ნორმალური საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
5.4 დირექტორის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებითა და მრჩეველთა საბჭოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

6. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ფინანსები

6.1 აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ფინანსების ფორმირების წყაროებია:
6.1.1 ''მაუწყებლობის შესახებ'' საქართველოს კანონით განსაზღვრული სახსრები;
6.1.2 ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
6.1.3 საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
6.2 აჭარის ტელევიზია და რადიო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას.


7. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტი

7.1 მრჩეველთა საბჭო დირექტორის წარდგინებით მსჯელობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტზე და, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.
7.2 მრჩეველთა საბჭო ისმენს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინანდადებით, შეიმუშაოს პროექტი ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ და ის დასამტკიცებლად წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. 
7.3 აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტი, მოცემულ ეტაპზე, ფორმირდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეკონომიკური საქმიანობით შემოსული სახსრებით.

8. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კონტროლი და საქმიანობის საჯაროობა

8.1 აჭარის ტელევიზია და რადიო დამოუკიდებელია ხელისუფლებისაგან, არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. 
8.2 აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
8.3 მრჩეველთა საბჭო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს. 
8.4 აჭარის ტელევიზია და რადიო უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის საჯაროობას.
8.5 აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საჯარო ინფორმაცია გაიცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დირექტორის ბრძანებით დანიშნული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

9. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შეწყვეტა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.

10. დასკვნითი დებულება

10.1 დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასაშვებია მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო.
10.2 წინამდებარე დებულების რომელიმე პუნქტის ბათილად ცნობა არ იწვევს მთლიანი დებულების ბათილობას.
10.3 წინამდებარე დებულება ძალაში შედის მრჩეველთა საბჭოს მიერ მისი მიღებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ მისი დამტკიცების შემდეგ.