შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა

13 მაისი 2016, 00:00 3962 ნახვა

 შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა დასრულდა. განიხილება 70 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის საკითხი. ასეთი ხულოში 18 ოჯახი, შუახევში 30, ქედაში 16, ხელვაჩაურში 5 და ქობულეთში 1 ოჯახია. მათი მონაცემების განხილვა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება. საბოლოოდ შერჩეული ოჯახები პროგრამაში ჩაერთვებიან და 25 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელს, მთავრობა შეუძენს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამისთვის 3 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. 

ამავე კატეგორიაში