შეზღუდული მოძრაობა მთავარ მაგისტრალზე

08 იანვარი 2017, 00:00 2827 ნახვა

ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში აღდგება. სოფელ შორაპანთან- მეწყერი გუშინ ჩამოწვა, რამაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდა. მოძრაობის ნაკადი გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში