საკადრო ცვლილებებს შსს-ში არ ადასტურებენ

04 იანვარი 2017, 00:00 1940 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში  აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ, რომ  ,,ამ ეტაპზე ყველა ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას”. ჩვენი ინფორმაციით კი აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი სამი დღეა სამსახურში არ მისულა. უცნობია დავით მამულაიშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს თუ დაატოვებინეს. ჩვენი ინფორმაციით ასევე შესაძლოა შეიცვალოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი. ის თანამდებობაზე ერთი  წლის წინ დანიშნეს.  

ამავე კატეგორიაში