''ექსპო ბათუმი 2016'' - ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

13 მაისი 2016, 00:00 5383 ნახვა

ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. "ექსპო ბათუმი 2016"-ში მონაწილეობის მისაღებად სასტუმრო ქსელების წარმომადგენლები მსოფლიოს 11 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ტურისტულ პროდუქტს ასევე რესტორნებსა და ტურიზმის სფეროში ადგილზე დასაქმებული კომპანიები წარმოადგენენ. იგეგმება სარეკლამო საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათათვის და შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან. ოფიციალური ცერემონიალი რამდენიმე წუთში დაიწყება. გამოფენა 15 მაისამდე გაგრძელდება

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში