საშობაო გამოფენა

29 დეკემბერი 2016, 00:00 3134 ნახვა

თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობას დღეს გამოფენა მიეძღვნა. ივლისის მოვლენებისადმი მიძღვნილი გამოფენა თურქეთის საკონსულოს და ანადოლუ ჯეთის ინიციატივით გაიმართა. გამოფენას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში, 2016 წლის 15 ივლისს, ღამით დაიწყო.  შეიარაღებული ძალების ნაწილმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით გადაკეტეს ბოსფორის ხიდი. პასუხისმგებლობა გადატრიალებაზე თურქეთის მშვიდობის საბჭომ აიღო. გადატრიალების მცდელობის დროს  290 ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაიჭრა. წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ სხვადასხვა ინფორმაციით მთავრობამ 15 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა, მათი უმრავლესობა სამხედროები, პოლიტიკოსები, ინტელიგენციის ნაწილი და ჟურნალისტები არიან.

ამავე კატეგორიაში