აქცია ჰესების წინააღმდეგ

29 დეკემბერი 2016, 00:00 3230 ნახვა

უკვე მეორე დღეა სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას” წინააღმდეგ აქციას მართავს.პროტესტის ნიშნად ამ დრომდე კომპანიის ტექნიკისათვის,  ცენტრალური გზა გადაკეტილია. მოსახლეობის მთავარ მოთხოვნად განსახლება და კომპენსაცია რჩება. აქციის მონაწილეები დაშლას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. გამგეობასა და კომპანიაში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

ამავე კატეგორიაში