აქცია ჰესების წინააღმდეგ

28 დეკემბერი 2016, 00:00 3126 ნახვა

ერთთვიანი პაუზის შემდეგ სოფელ ყინჩაურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას” წინააღმდეგ  ისევ  განაახლა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მოსახლეობის მთავარ მოთხოვნად განსახლება და კომპენსაცია რჩება. აქციის მონაწილეები დაშლას მანამდე არ აპირებენ ვიდრე მოთხოვნა  მათი არ დაკმაყოფილდება. ადგილობრივ გამგეობასა და კომპანიაში კომენტარი არ გააკეთეს. 

ამავე კატეგორიაში