საახალწლო ზეიმი შუახევში

25 დეკემბერი 2016, 00:00 3310 ნახვა

საახალწლო ზეიმი შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულებში უკვე დაიწყო, დღეს საღამოს კი საახალწლო ნაძვის ხე მუნიციპალიტეტის ცენტრში აინთება, მთავარი ღონისძიება 30 დეკემბერს გაიმართება.  ფოლკლორულ - ქორეოგრაფიულ ნომრებს მაყურებელს შუახევის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლები შეასრულებენ. ღონისძიება  15 იანვრამდე გაგრძელდება. საახალწლო ღონისძიებებზე მუნიციპალიტეტი 14 ათას ლარს დახარჯავს.

ამავე კატეგორიაში