მორიგი ტურნირი სამთო კურორტზე

24 დეკემბერი 2016, 00:00 2943 ნახვა

კურორტი  “გოდერძი”   თხილამურებით  სრიალში  კიდევ ერთ  ტურნირს   მასპინძლობდა, რომელშიც   ქედის,  შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლების  მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ერთმანეთს ვაჟებისა და გოგონების  გუნდები  დაუპირისპირდნენ.   გამარჯვებულებს   მედლები და სიგელები გადაეცათ. ტურნირი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით,  პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა.   პროექტის მიზანი ახალგაზრდებში  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.

ამავე კატეგორიაში