სემეკის სხდომა

21 დეკემბერი 2016, 00:00 3375 ნახვა

თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფი სავარაუდოდ გაიზრდება, - ამის შესახებ სემეკის წევრმა გოჩა შონიამ განაცხადა, რომელზეც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 4 თბოელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენაზე მსჯელობს. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, გოჩა შონიას თქმით, ამაზე შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს და აღნიშნული ტარიფი ცნობილი გახდება ორშაბათს კომისიის სხდომაზე. გოჩა შონიამ სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით წინასწარი პროგნოზის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ამავე კატეგორიაში