ავტოსაგზაო შემთხვევას TV12-ის ჟურნალისტი ემსხვერპლა

19 დეკემბერი 2016, 00:00 3661 ნახვა

ბათუმში მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად ტვ 12-ის“ ჟურნალისტი თამაზ ქობულაძე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამით, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ჟურნალისტს სამარშუტო ტაქსი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაეჯახა. ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს, დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

ამავე კატეგორიაში