სამგზავრო მატარებელში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18 დეკემბერი 2016, 00:00 2594 ნახვა

ბათუმში ქუთაისიდან მომავალ ელექტრომატარებელში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.  ქუთაისიდან - ბათუმის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი სოფელ ხაჯალიაში გაუჩნდა.  შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო  სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.  მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ ოფიციალური განცხადება  გაავრცელა.

ამავე კატეგორიაში