მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს ხვალ უყრიან

18 დეკემბერი 2016, 00:00 3200 ნახვა

ხვალიდან აჭარას ახალი მინისტრთა კაბინეტი ეყოლება. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს. რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში სხდომა დილის 12 საათზეა ჩანიშნული. კანდიდატებს მინისტრების პორტფელების ჩასაბარებლად 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განახლებულ გუნდში ორი ახალი სახეა -  ზაალ მიქელაძე და ინგა შამილიშვილი, რომლებიც ჯანდაცვისა და  განათლების სფეროებს ჩაიბარებენ. ფინანსურ უწყებას და სოფლის მეურნეობას კი კვლავ რამაზ ბოლქვაძე და ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებენ. კენჭისყრამდე მინისტრობის კანდიდატები  უმაღლესი საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხებენ. 

ამავე კატეგორიაში