სამგზავრო მატარებელში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18 დეკემბერი 2016, 00:00 4130 ნახვა

ქუთაისი - ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს - აცხადებენ  შინაგან საქმეთა სამინისტროში. ქუთაისიდან - ბათუმის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა - ამის შესახებ განცხადება ”საქართველოს რკინიგზამ” გავრცელა. როგორც უწყებაში განმარტავენ, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა და მოძრაობა უკვე აღდგენილია. ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მომავალ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი სოფელ ხაჯალიაში გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა. ინციდენტის ამსახველი ფოტომასალა სოციალური ქსელით გავრცელდა.
 

ამავე კატეგორიაში