საბრძოლო იარაღის ჩაბარება

18 დეკემბერი 2016, 00:00 3349 ნახვა

ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა დუისში ორმა მოქალაქემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ პოლიციის განყოფილებაში  ნებაყოფლობით მიიტანეს  2 ხელყუმბარა, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, კალაშნიკოვის კონსტრუქციის წყალქვეშა საიერიშო შაშხანის, ტყვიამფრქვევისა   და სხვა  ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი   საბრძოლო ვაზნები.  ექსპერტიზის დასკვნით,  ჩაბარებული საბრძოლო მასალა სროლისათვის ვარგისია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად  აღნიშნული პირები, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.

ამავე კატეგორიაში