თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

17 დეკემბერი 2016, 00:00 2747 ნახვა

აზერბაიჯანში ლევან იზორიას ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ - პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან პირისპირ საუბრის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მინისტრებმა თავდაცვის სფეროში 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო-ტექნიკურ, კიბერუსაფრთხოებისა და განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ხსოვნას პატივი მიაგო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი